საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის კმ15-კმ21 მონაკვეთზე, ქვის ცვენის გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის კმ15-კმ21 მონაკვეთზე, ქვის ცვენის გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.