დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მონიტორინგის სისტემებს დგამენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ხაფანგების განთავსება დაიწყეს.
პროცესი ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია 8 ათასი ასეთი სისტემის განთავსება.