
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად დაკავებული 7 პირის საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხებიან მოწმეები, ასევე შესავალი სიტყვა უნდა თქვას დაცვის მხარემ.
დაკავებულებიდან სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ხუთს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
მათ 4-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.