14 მაისი 2025,   09:45
ვრცლად
დღეს, საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი გაიმართება

საქალაქო სასამართლოში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი დღეს გაიმართება. საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაზე უარის საქმეზე დაიწყო.

სასამართლო იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. ჯერჯერობით უცნობია, რა შუამდგომლობა ექნება პროკურატურას.

გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიამ სხდომაზე დაიბარა, თუმცა ვაშაძე პარლამენტში არ გამოცხადდა. მას პროკურატურამ ბრალი გუშინ, 22 აპრილს წაუყენა.

დღის ამბები