21 მაისი 2025,   09:53
ვრცლად
ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკა - დღე, რომელსაც ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის დასრულებაში ისტორიული წვლილი უნდა შეეტანა, უშედეგოდ დასრულდა

დიდი ბრიტანეთი, ლონდონი, 2025 წლის 23 აპრილი - დღე, რომელსაც ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის დასრულებაში ისტორიული წვლილი უნდა შეეტანა, უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა, რომელიც აშშ-ის, უკრაინის, ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. დღის ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მხარეთა წარმომადგენლები მიუსხდნენ და ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრეს.

მთავარი სამშვიდობო შეხვედრის გაუქმებას წინ უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა უძღოდა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი ზელენსკიმ ცეცხლის დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო შეწყვეტა მოითხოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ამ განცხადების შემდეგ მალევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დიდ ბრიტანეთში გამგზავრებაზე უარი თქვა. ვიცე-პრეზიდენტისგან კი მხარეებმა მუქარა მიიღეს - ჯეი დი ვენსმა დაწერა, რომ დროა, უკრაინა და რუსეთი შტატების შეთავაზებას დასთანხმდნენ ან ამერიკა პროცესიდან გავა.

შტატებთან მოლაპარაკების პროცესით კმაყოფილია და კონტაქტს განაგრძობს მოსკოვი. თუმცა, კრემლში ამბობენ, რომ საკუთარი პირობები მათაც აქვთ.

აშშ-ის სამშვიდობო გეგმა, რომელიც 7 პუნქტიანია, ისევ მაგიდაზეა და მთავარი მომლაპარაკებელი ისევ მხარეების პასუხს ელოდება. საერთაშორისო მედია დოკუმენტის შინაარსს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც რუსეთი დათანხმების შემთხვევაში მიიღებს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, აშშ გააკონტროლებს.ის ფორმალურად იქნება უკრაინის ტერიტორია და ელექტროენერგიას მიაწვდის უკრაინასაც და რუსეთსაც.

დღის ამბები