10 აგვისტო 2026,   15:28
ვრცლად
"მარჯანიშვილის თეატრში" კინორეჟისორისა და პედაგოგის მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოზე კინორეჟისორმა მის განვლილ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა. ნაჩვენები იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელშიც შესულია ნაწყვეტები მერაბ კოკოჩაშვილის ფილმებიდან "მიხა", "მწვერვალი", "დიდი მწვანე ველ", "ცხელი ზაფხულის 3 დღე", "ტერცო მონდო". 

საიუბილეო საღამოს უძღვებოდა მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელმაც მისი პირველი კინოროლი მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში "ცხელი ზაფხულის 3 დღე" შეასრულა.

2025 წელი "ქართულმა ფილმმა" მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს გამომცემლობა "ბაკმი" მერაბ კოკოჩაშვილის ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოსცემს. 

 

 

 

დღის ამბები