10 აგვისტო 2026,   16:09
ვრცლად
ტექნოლოგიების თვესთან დაკავშირებით, კახეთში შეხვედრები გრძელდება - ახმეტის შემდეგ, ღონისძიებებს თელავმა და გურჯაანმა უმასპინძლა

ტექნოლოგიების თვესთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონში შეხვედრები გრძელდება. ახმეტის შემდეგ, ღონისძიებები თელავსა და გურჯაანში ჩატარდა.

ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრების მიზანი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩართულობის გაზრდაა. ღონისძიებები ორგანიზებულია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის ინიციატივით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად.

შეხვედრები გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, ადგილობრივ ახალგაზრდებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე.

დღის ამბები