10 აგვისტო 2026,   17:42
ვრცლად
რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი "ქართული" ანსამბლ "სალხინოს" და "კახაბერი და ხანუმების" კონცერტით გაიხსნა

 

რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი "ქართული" ანსამბლ "სალხინოს" და "კახაბერი და ხანუმების" ორსაათიანი კონცერტით გაიხსნა.

ცენტრალურ პარკში მოწყობილ სივრცესა და გრანდიოზულ საკონცერტო შოუზე 15 ათას ადამიანს უმასპინძლეს.

კონცერტის დასასრულს, გონაშვილის სახელობის სკვერში, ანსამბლ "სალხინოს" ვარსკვლავიც გაიხსნა.

ფესტივალი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მონაწილეობას მიიღებს 26 ანსამბლი და 3000 ახალგაზრდა მოცეკვავე.

დღის ამბები