14 მაისი 2025,   09:42
ვრცლად
შიდა ქართლში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს შიდა ქართლში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში. ფლავსა და ფლავისმანში ეწყობა დაახლოებით ორ კილომეტრამდე გზის საფარი.

თანხა - რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და გორის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

გზის საფარის გარდა, პროექტი ითვალისწინებს ეზოში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას.

ანალოგიური საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ტყვიავშიც. სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

დღის ამბები