13 აგვისტო 2026,   06:55
ვრცლად
8 ოქრო, 7 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და თასი აკადემიურ ნიჩბოსნობაში - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანში წარმატებით იასპარეზა

აზერბაიჯანში გაიმართა ჰეიდარ ალიევის 102 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეჯიბრება კანოე კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში. შეჯიბრში 20 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მონაწილეობდა. 8 ოქროს, 7 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი, ასევე თასი აკადემიურ ნიჩბოსნობაში - ასეთია საქართველოს შედეგი.

ტურნირზე ჩვენი ნაკრები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

შეჯიბრმა სტარტი 29 აპრილს აიღო და 3 მაისამდე გრძელდებოდა.

დღის ამბები