
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა "MEGOBAR აქტს". კანონპროექტი მოიცავს სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ.
"მეგობარი აქტის" კენჭისყრას უკვე მოყვა შეფასებები თბილისში - უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ აქტი მიკერძოებული ხასიათის არის და ქვეყანაში არსებულ რეალობას არ პასუხობს.
"საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამ აქტს ჩვენ მტრულ აქტს ვეძახით, ვინაიდან იქ მეგობრული არაფერი წერია. ბატონი ვილსონი არის ამ ყველაფრის ავტორი, მოგეხსენებათ როგორი ოდიოზური პიროვნებაა, ლობისტი, რომელიც გამოიკვეთა, რომ მაგალითად ინაუგურაციის დროს ბილეთებით ვაჭრობდა, რაღაცა დროშებით ვაჭრობს. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ამ პიროვნებაზე ჩვენ ვისაუბროთ ჩვეულებრივად როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტზე”, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი