საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. მათ მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში გადაინაცვლეს. ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ბოლო მატჩში ტაილანდი დაამარცხა ანგარიშით 15:1. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ყველა მატჩი მოიგო.
საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.