"ნატო-საქართველოს სწავლება 2025" გრძელდება - თავდაცვის მინისტრი სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად გაეცნო.
წვრთნების ხელმძღვანელმა, სტუმრებს სწავლების კონტროლის, ინტენსივობის და მასში გამოყენებული სიმულაციური საშუალებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრი ჯეი ტექის შტაბის სამწყობრო მოედანზე გამოფენილ ავტო-სატრანსპორტო და სიმულაციურ საშუალებებს გაეცნო.