2 საათი მატჩამდე - გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში ახლა "თბილისი არენაა", სადაც 17:00 საათზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მეორედ ეცდება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას.
ქომაგები მსვლელობით სხვადასხვა რეგიონიდან უკვე დაიძრნენ. დღეს, საქართველოს ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
გუნდი, ოთხი ქულით, ჯგუფში მეორე ადგილზეა და, გამარჯვების შემთხვევაში, კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.