
რეკრუტებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. რეკრუტებმა ფიცის დადების შემდეგ, ჯარისკაცის მრწამსიც წარმოთქვეს.
საზეიმო ღონისძიებას წინ უსწრებდა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაიარეს.