ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. პროექტი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და განახლებას ითვალისწინებს.
მერიაში აცხადებენ, რომ შემცირდება სატრანსპორტო დატვირთვა, გამარტივდება გადაადგილება და გაუმჯობესდება საცხოვრებელი გარემო.
საკითხზე კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, რეაბილიტაცია შეეხება საგზაო მონაკვეთს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის ექვს ნომრამდე.