08 აგვისტო 2026,   20:23
ვრცლად
კანის 78-ე კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა - "კურიერის" გადამღები ჯგუფის რეპორტაჟი საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროდან

კანის 78-ე კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა, კინომოყვარულებისთვის კი 10-დღიანი ზეიმი დაიწყო საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე. ევროპის ერთ-ერთ უძველეს კინოფესტივალზე მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს ელოდებიან, რომელთა მონაწილეობით კანში არაერთი პრემიერა, კინოჩვენება და მასტერკლასი გაიმართება.

კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს, "ოქროს პალმის რტოს" მოსაპოვებლად 22 მხატვრული ფილმი იბრძოლებს და, როგორც წესი, სწორედ ისინი გახდებიან შემდეგ უკვე "ოსკარის" პრეტენდენტებიც.

დღეს უკვე შედგა ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული "შეუსრულებელი მისიის" ფინალური კინოსურათის პრემიერა, პარალელურად კი, მიმდინარეობდა მსოფლიო კინოს ლეგენდის რობერტ დე ნიროს მასტერკლასი, რომელსაც "კურიერის" ჟურნალისტი ნინი ნაცვლიშვილიც დაესწრო.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები