18 აგვისტო 2026,   06:54
ვრცლად
"იმედია, ქართველ გულშემატკივრებს სასიამოვნო მოგონებებს დავუტოვებთ და აქ კიდევ დავბრუნდებით" - ხავიერ სავიოლა

დღეს "დინამო არენაზე" საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ლეგენდები "ბარსელონას" ლეგენდებს უმასპინძლებენ. ვეტერანთა ამხანაგური შეხვედრა, 19:00 საათზე დაიწყება. ეს იქნება "ლეგენდების სერიის" მორიგი მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.

მატჩამდე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც არგენტინელი ვეტერანი ფეხბურთელმა, ხავიერ სავიოლამ ისაუბრა:

"ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა დიდი პატივია. განსაკუთრებით, გულთბილი დახვედრა გამიხარდა, რადგან ფეხბურთში მოედანს მიღმა ურთიერთობებიც მნიშვნელოვანია. იმედია, ქართველ გულშემატკივრებს სასიამოვნო მოგონებებს დავუტოვებთ და აქ კიდევ დავბრუნდებით," - აღნიშნა ხავიერ სავიოლამ.

პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა, ვეტერანი ფეხბურთელმა შოთა არველაძემაც. 

"ყველა ინდივიდუალურად ემზადებოდა, მაგრამ ამ თამაშებმა ჩვენც გამოგვაფხიზლა. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, ვერ გადმოვცემ, სად შეიძლება დაბრუნდე. ბევრად უკეთ ვართ, ვიდრე ვიყავით რამდენიმე წლის წინ," - აღნიშნა შოთა არველაძემ. 

ავტორი:  ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები