დღეს "დინამო არენაზე" დიდი საფეხბურთო ზეიმი გაიმართება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები "ბარსელონას" ლეგენდებს უმასპინძლებენ.
ვეტერანთა ამხანაგური შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. ეს იქნება "ლეგენდების სერიის" მორიგი მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.