ბათუმში, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღის აღსანიშნად, მრევლის შეკრება და მსვლელობაა დაგეგმილი. ზღვისპირა ქალაქში შეიკრიბებიან მოქალაქეები, ვისთვისაც 17 მაისი ეროვნული დღესასწაულია.
მრევლის მსვლელობა ბათუმის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება და ბათუმის გათავისუფლებისთვის მებრძოლთა საფლავებთან დასრულდება.
"როდესაც ოჯახი ეფუძნება საღვთო მცნებებს, როდესაც შვილები იზრდებიან საღვთო მცნებათა აღსრულებით, ისინი არა მარტო კარგი ქრისტიანებად, არამედ კარგ მოქალაქეებად ყალიბდებიან, რაც, დამერწმუნებით, რომ ხელს უწყობს მტკიცე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მოვუწოდებ ყველა მორწმუნეს, ვისთვისაც ძვირფასია ოჯახი, შემოგვიერთდნენ დღევანდელ მსვლელობაში, რომელიც დაიწყება საკათედრო ტაძრიდან გამსახურდიას ქუჩის გავლით და დასრულდება ბათუმის გათავისუფლებისთვის მებრძოლთა საფლავებთან, სადაც შესრულდება სამშვიდობო პარაკლისი," - აცხადებს დეკანოზი ილია ხინიკაძე.