ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა გაიმართა რუსთავში. მასში მონაწილეობას იღებს რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, რომელიც ამ დღის და ოჯახის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"დღეს ემოციური დღეა ჩვენთვის, ამდენი ადამიანი, ამდენი ბავშვი, ამდენი ახალგაზრდა, ქვემო ქართლის მასშტაბით, რუსთავში გვაქვს მსვლელობა. ყველანი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ოჯახი, ძლიერი ოჯახი ძლიერი ქვეყნის ფუძეა, თავისი ყველაფრით, რომ ჩვენ ყოველ დღე ვუფრთხილდებით ჩვენი ოჯახის სიძლიერეს, ჩვენი ოჯახი არის მეგობრობა, სიყვარული, პატივისცემა ერთმანეთის, გვერდში დგომა და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება და ამას ყოველ დღე სჭირდება გაფრთხილება," - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.