რუსთავში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა. ადგილობრივები ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ. გაიმართა მსვლელობა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრისკენ.
მოქალაქეებთან ერთად, მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
"2014 წლიდან უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღეს. ოჯახი ეს არის მთავარი ქრისტიანული ღირებულება, რომელზეც დაფუძნებულია სახელმწიფო. ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა," - აღნიშნა მამა ვახტანგმა (ყილასაშვილი).