ხანძარი გორში - მაშველებმა დედა და 2 მცირეწლოვანი ბავშვი ფანჯრიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს (ვიდეო)
20-05-2025 13:44
გორში, კომბინატის დასახლებაში იყო ხანძარი. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა, სადარბაზოში და კიბეებამდე მისასვლელ ოთახში ძლიერი დაკვამლიანების გამო, დედა და 2 მცირეწლოვანი ბავშვი ფანჯრიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს.