19 ივნისი 2025,   16:34
ვრცლად
ინტერნეტ მაღაზია მარიხუანის გასაყიდად - კახეთის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების სქემა გაშიფრა

ნარკოდანაშაულის საქმე - თემა, რომელზეც გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში საუბრობენ, ნარკოტიკული საშუალების, კონკრეტულად კი, მარიხუანას რეალიზაციას უკავშირდება.

ფარული მასალით ირკვევა, რომ მოსაუბრე პირები ნარკოტიკს დადების მეთოდით ყიდდნენ და კლიენტს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას მობილურით უგზავნიდნენ. დანაშაულებრივ სქემაში 6 პირი იყო ჩართული. ყველა მათგანი უკვე დაკავებულია.

დაკავების ღონისძიებამდე, სამართალდამცველებმა ის სქემაც გაშიფრეს, რომლითაც ბრალდებულები მარიხუანას ყიდდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფის წევრები მომხმარებელს ნარკოტიკს ინტერნეტთ სთავაზობდნენ, შექმნილი ჰქონდათ ე.წ ნარკო-სარეალიზაციო მაღაზია, იღებდნენ შეკვეთებს, მოთხოვნილი რაოდენობას აფასოებდნენ და წინასწარ შერჩეულ სამალავებში ტოვებდნენ.

ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ მარიხუანას რეალიზაციაში 1 ოჯახის წევრებიც იყვნენ ჩართულები.

დედა დუმილის უფლებას იყენებს, შვილმა კი დრეს დანაშაული აღიარა.

სასამართლოზე დანაშაული აღიარა კიდევ ერთმა პირმა 25 წლის ქალმა.

დაკავებულების ნაწილი ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს. ადვოკატებმა აღმკვეთი ღონისძიების სახით მოსამართლეს დღეს გირაოც შესთავაზეს, თუმცა გურჯაანის რაიონულმა სასამართლოს პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

ბრალდების მხარე, იმ მტკიცებულებებზე საუბრობს, რომლებიც გამეძლება უკვე მოიპოვა, მათ შორისაა გამოკითხვის ოქმები და ნივთმტკიცებები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები, მობილური ტელეფონები და თანხა ამოიღეს. საქმეში დევს, ასევე, მითითებულ სამალავებში ნაპოვნი მარიხუანაც.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია სხვადასხვა უბანში ჩატარდა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ერთდროულად რამდენადმე მისამართზე იყვნენ მობილიზებულები. ბრალდებულები საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს, მათ ბრალად ედებათ.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია, რეალიზაციის მცდელობა და მომზადება. დანაშაულის 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები