22 ივნისი 2025,   13:14
ვრცლად
"თეატრის" სცენაზე ლეგენდარული მიუზიკლის "ვერის უბნის მელოდიების" პრემიერა გაიმართა

"თეატრის" სცენაზე ლეგენდარული მიუზიკლის "ვერის უბნის მელოდიების" პრემიერა გაიმართა.

ეკრანზე გამოსვლიდან ხუთი ათეული წლის შემდეგ, გიორგი შენგელაიას კლასიკად ქცეული კინემატოგრაფიის შედევრი სცენაზე უცვლელი შინაარსითა და თავბრუდამხვევი სანახაობით დაბრუნდა.

სცენარი უთქმელ სიყვარულზე, სიკეთით ჩადენილ დანაშაულსა და საზოგადოების მოთხოვნით გაუქმებულ სასჯელზე მოგვითხრობს. მიუზიკლი ძველი ვერის განწყობას მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ვიზუალური ესთეტიკის დახმარებით გადმოსცემს.

მაყურებელი წისქვილის "თეატრში" მედროგე პავლესა და მის გოგონებს, მრეცხავ ვარდოსა და სხვა საკულტო პერსონაჟებს კვლავ შეხვდა.

"ვერის უბნის მელოდიების" საპრემიერო ჩვენება 21 და 22 მაისსაც გაიმართება.

დღის ამბები