გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით და ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფელ მრავალძალში დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქციაში ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
მრავალძალში დასუფთავდა ტაძრის ტერიტორია.