
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მეორე ეტაპი დასრულდა. რუსული მედიის ინფორმაციით დღეს, 614 სამხედრო პატიმარი დაბრუნდა სამშობლოში. ტყვეთა გაცვლის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ერთმანეთს 390 პირი გადასცეს, 23 მაისს შედგა. სტამბოლში მიღწეული შეთანხმების თანახმად, ჯამში, მხარეებმა 1000 ტყვე უნდა გაცვალონ.