26 მაისთან დაკავშირებით, საზეიმო აქტივობებით იქნება დატვირთული დღეს ფოთი. ცენტრალურ მოედანზე წრიულად უკვე განთავსებულია ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპოზიცია, შსს-ს თემატური ინსტალაციები.
გამოფენილი იქნება საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და ვერტმფრენი.
პატარები გაივლიან სიმბოლურ საპასპორტო კონტროლის სივრცეს და ითამაშებენ "ჭკვიანი ქალაქის" აქტივობას.
დღეს ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი დაასრულებს.