საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება თელავშიც.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია თავდაცვის ძალების გამოფენა. ასევე, მიმდინარეობს სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციართა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. მოწყობილია საინფორმაციო-საგამოფენო სივრცეები.
ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავენ.