08 აგვისტო 2026,   19:58
ვრცლად
გორში საზეიმო ღონისძიებების ორგანიზატორი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად იუსტიციის სამინისტროა

გორში საზეიმო ღონისძიებების ორგანიზატორი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად იუსტიციის სამინისტროა. სამხედრო ტექნიკის გამოფენასთან ერთად, მოწყობილია არაერთი საექსპოზიციო სივრცე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობას, პირველ რესპუბლიკას, 26 მაისის მოვლენებს და რეგიონს უკავშირდება.

დამთვალიერებლებისთვის არაერთი თემატური აქტივობა ტარდება, მსურველებს უმზადებენ სამახსოვრო პასპორტებს, მოწყობილია მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა. ადგილზეა იუსტიციის მობილური სახლი. ეწყობა შეჯიბრებები და საზეიმო მსვლელობები.

დღის ამბები