სპორტის მინისტრი აჭარაში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.
შალვა გოგოლაძემ შეხვედრა გამართა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, მწვრთნელებთან და სპორტსმენებთან. მინისტრმა მათგან ინფორმაცია მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ. იმსჯელეს სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებზე.