13 აგვისტო 2026,   03:35
ვრცლად
მერაბ დვალიშვილი კვლავ ჩემპიონია - ქართველმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა

მერაბ დვალიშვილი კვლავ ჩემპიონია - ქართველმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ნიუ ჯერსიში ქართველმა მებრძოლმა, ამერიკის სახელით, UFC-ს თვრამეტგზის გამარჯვებული შონ ო’მალი დაამარცხა.

ქართველმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მეტოქეს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა. შონ ო’მალი კი მთელი ბრძოლის განმავლობაში თავის გამოჩენას ცდილობდა, თუმცა 34 წლის დვალიშვილმა შეხვედრა მესამე რაუნდში მოიგო.

ორთაბრძოლას თვალს ადევნებდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ამერიკის პრეზიდენტმა მერაბ დვალიშვილს გამარჯვება პირადად მიულოცა და მასთან ფოტოები გადაიღო.

ბრძოლის შემდეგ, მერაბმა გამარჯვება, ტრადიციულად, ემოციურად აღნიშნა. ო’მალი კი იმედგაცრუებული იყო. არის იმის დიდი ალბათობა, რომ შონი ოქტაგონზე უკანასკნელად ვიხილეთ.

მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში ქამარი მეორედ დაიცვა. ქართველ მებრძოლს, შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ, 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. ამ მაჩვენებლით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენტ პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა.

ავტორი: თიკო ლობჯანიძე

დღის ამბები