
მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა წვრთნა-შეფასების პროგრამა დაასრულა.
სწავლება ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ფაზა დაგეგმვას მოიცავდა, მეორე კი აღსრულების ეტაპს, რომელიც ნორიოსა და მარტყოფის საწვრთნელ არეალში ჩატარდა.
პროცესს საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლები აფასებდნენ.