საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გუნდი კონტინენტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდება.
პირველი მატჩს ქართველი ფეხბურთელები ხვალ, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავენ, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდებიან, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი პორტუგალიას დაუპირისპირდებიან.
"21 წლამდე ნაკრებმა შეძლო და გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან რთული ჯგუფია, მაგრამ ყოველთვის ჩვენი მიზანია, ზაფხულში იყო შარშან ევროპის ჩემპიონატზე თუ ამ ჩემპიონატზე, მიზანი არის მაქსიმალური - გავიდეთ ჯგუფიდან. რა თქმა უნდა, რთული თამაშებია, მაგრამ თუ არ გაქვს მაღალი მიზნები, წარმატებას ვერასდროს მიაღწევ", - აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი