18 ივლისი 2025,   18:43
ვრცლად
უანგარო სიკეთე, უცნობი გმირები და არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე - მსოფლიო სისხლის დონორების დღეს აღნიშნავს

სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვების ერთ-ერთი გზა სისხლის დონაციაა. დონორები სხვადასხვა ასაკის, პროფესიის ადამიანები არიან, რომლებიც უკვე წლებია სხვების გადასარჩენად იბრძვიან. რამდენიმე წუთიანი უმტკივნეულო პროცედურით, პაციენტისთვის ახალი დილა იწყება.

სიკეთის კეთების და პოტენციური დონორებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე საუბრობენ ექიმები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტებისთვის სისხლის მიწოდებაზე.

სისხლის დონაციის მსოფლიო დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დონაციის კამპანიას შეუერთდა.

უანგარო ქველმოქმედების მნიშვნელობაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პაციენტებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებაში, თითოეული დონორის მონაწილეობა ფასდაუდებელია.

სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2004 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აღინიშნება.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები