
დაძაბული მატჩი "ევრო 2025-ის" მეორე ტურში! საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთს შეხვდა და 2:3 დამარცხდა.
ახალგაზრდა "ჯვაროსნების" შემადგენლობაში რამაზ სვანაძემ პირველი ტურის შემდეგ ორი ცვლილება განახორციელა – გიორგი აბუაშვილისა და გაბრიელ სიგუას ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში გიზო მამაგეიშვილი და ირაკლი ეგოიანი ათამაშა. საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა თამაში აქტიურად დაიწყო და უპირატესობა მოიპოვა.
ბოლო ტურში, 17 ივნისს, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდება.