ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
ბრალდებულმა საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ვიზის მიღებისთვის საელჩოში წარსადგენად, ერთ-ერთ პირს 700 დოლარის სანაცვლოდ დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი და დასაქმების ცნობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.