ქართველი მზარეულები საფრანგეთის კულინარიულ სკოლაში სტაჟირებას გაივლიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კონკურსის შედეგად, ჟიურიმ 78 კანდიდატიდან 10 შეარჩია.
გამარჯვებულები საფრანგეთში 2 კვირის განმავლობაში გაივლიან კერძების მომზადების პრაქტიკას, გაეცნობიან ახალ ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს.