10 აგვისტო 2026,   11:45
ვრცლად
"ირანი არის მსოფლიოში ყველაზე და ყველასთვის ცნობილი ტერორისტული რეჟიმი, თეირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, ეს დაუშვებელია" - ნეთანიაჰუ

"რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, მიზანს მივაღწევთ. ეს არის პასუხი ყველა კითხვაზე, რადგან ორმაგი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეს არის საფრთხე, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებსა და ატომურ იარაღს მოიცავს," - ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.

მისივე თქმით, ირანში "ტერორისტული რეჟიმია" და დაუშვებელია, მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ.

"ირანი არის მსოფლიოში ყველაზე და ყველასთვის ცნობილი ტერორისტული რეჟიმი. თეირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, ეს დაუშვებელია. თავის დასაცავად, ჩვენი მოქმედების გეგმა, სწორედ ეს არის. ამით არა მხოლოდ ირანს, არამედ მთელს მსოფლიოს ვიხსნით რეალური საფრთხისგან," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, გვიან ღამით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში ავიადარტყმების მორიგი სერია განახორციელეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებისთვის მზაობას ადასტურებს, თუმცა მას შემდეგ, რაც ცეცხლი შეწყდება. თეირანში ისევ იმეორებენ რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

 
 
დღის ამბები