10 აგვისტო 2026,   11:46
ვრცლად
"ირანს ევროპასთან საუბარი არ უნდა, მას ჩვენთან დიალოგის სურვილი აქვს, რადგან ზუსტად იცის, რომ ერთადერთი, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია, ამერიკაა" - ტრამპი

"ირანს ევროპასთან საუბარი არ უნდა, მას ჩვენთან დიალოგის სურვილი აქვს, რადგან ზუსტად იცის, რომ ერთადერთი, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია, ამერიკაა," - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.

მისივე თქმით, აშშ ვითარების შესაბამისად იმოქმედებს და გადაწყვეტს, ჩაერთოს თუ არა "სპეცოპერაციაში."

"მე ჯერ ვერ გეტყვით, ჩაერთვება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები სპეცოპერაციაში, ეს მიმდინარე პროცესზე და მომავალში მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. გვსურს ვესაუბროთ ირანს. ვიცი, რომ ეს შეგვიძლია. ირანს ევროპასთან საუბარი არ უნდა, მას ჩვენთან დიალოგის სურვილი აქვს ჩვენთან, რადგან ზუსტად იცის, რომ ერთადერთი, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია, ამერიკაა. ფაქტია, ირანს მასობრივი განადგურების იარაღი არ აქვს, მაგრამ აქვს ყველა მასალა, რომლითაც ბირთვული იარაღის შექმნაა შესაძლებელი.

ერთია, რომელიმე ქვეყანა ამბობდეს – მინდა მქონდეს გამდიდრებული ურანი, რათა ბირთვული ენერგიის გამომუშავება შევძლო, თუნდაც ელექტროენერგიის თვალსაზრისით, მაგრამ, როდესაც შენ ხარ ქვეყანა, რომელიც ნავთობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საბადოზე პირდაპირ ხარ მიერთებული, ცოტა ძნელია იმის გაგება და გააზრება, რაში შეიძლება ბირთვული იარაღი გჭირდებოდეს," - აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, გვიან ღამით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში ავიადარტყმების მორიგი სერია განახორციელეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებისთვის მზაობას ადასტურებს, თუმცა მას შემდეგ, რაც ცეცხლი შეწყდება. თეირანში ისევ იმეორებენ რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

დღის ამბები