"ჩვენი მშვიდობიანი ბირთვული ობიექტები შეტევის სამიზნე გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სრული მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ობიექტების აღება საერთაშორისო სამართლით აბსოლუტურად აკრძალულია," - ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ გააკეთა.
მისივე თქმით, ისრაელის თავდასხმები ბირთვულ ობიექტებზე ომის მძიმე დანაშაულია.
"ისრაელის თავდასხმები ბირთვულ ობიექტებზე ომის მძიმე დანაშაულია. ჩვენ გვაქვს უფლება, დავალება და მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. ეს ჩვენი თანდაყოლილი უფლებაა, რომელიც ასევე ნათლად არის აღიარებული ქარტიის 51-ე მუხლით. ძვირფასო კოლეგებო, ჩვენზე თავდასხმა მიმდინარე დიპლომატიური პროცესისას განხორციელდა. 15 ივნისს ამერიკელებთან შეხვედრა უნდა გვქონოდა, რათა ჩვენი მშვიდობიან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტიული შეთანხმება გაგვეფორმებინა. ეს იყო დიპლომატიის ღალატი და უპრეცედენტო დარტყმა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს სისტემის საფუძვლების წინააღმდეგ," - განაცხადა არაღჩიმ.