
"შეტევების შემდეგ, მე პრეზიდენტმა დამირეკა. მან მომილოცა მიღწეული წარმატება, ბუნებრივია, მეც მივულოცე მას. ტრამპი ისრაელის დიდი მეგობარია, სწორედ ამიტომ, ებრაელი ხალხის სახელით, მას კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას," - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ განაცხადა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა.
ნეთანიაჰუს შეფასებით, ირანის პროგრამა საფრთხეს უქმნის მათ არსებობას და მსოფლიოს.
"როდესაც ოპერაცია "აღმავალი ლომი" დაიწყო, მე დავდე პირობა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები განადგურდებოდა. ასე თუ ისე, ეს დაპირება შესრულდა. ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის სრული კოორდინაციით, ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიას შორის სრული შეთანხმებით, შტატები თავს დაესხა ირანის სამ ბირთვულ ობიექტს – ფორდოუს, ნატანზსა და ისპაჰანს. ამით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი ძალით და უფრო დიდი ენერგიით, ჩვენი სპეცოპერაცია გააგრძელა. ირანის პროგრამა საფრთხეს უქმნის ჩვენს არსებობას და მსოფლიოს. შეტევების შემდეგ, მე პრეზიდენტმა დამირეკა. მან მომილოცა მიღწეული წარმატება, ბუნებრივია, მეც მივულოცე მას. ტრამპი ისრაელის დიდი მეგობარია, სწორედ ამიტომ ებრაელი ხალხის სახელით, მას კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. ერთად ვდგავართ! ერთად ვიბრძვით და ღვთის დახმარებით- ერთად გავიმარჯვებთ!" - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.