09 აგვისტო 2026,   12:12
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად, გორში სანთლების ანთების ტრადიციული აქცია-პერფორმანსი გაიმართა

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად, გორში სანთლების ანთების ტრადიციული აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა დაღამებისთანავე, ომში დაღუპული გმირების მემორიალთან სანთლებით წარწერა "აგვისტო 2008" გამოსახეს.

სიმბოლურ ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათ გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

დღის ამბები