წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ფონდებიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 8 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტში 29 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც შიდა გზების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების, მინი სპორტული მოედნების, სკვერებისა და საჯარო სკოლების მცირე რეაბილიტაციას მოიცავს.