
"ირანმა არასდროს უნდა შეიძინოს ბომბი, მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
"ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ახალი პიკის გათვალისწინებით, სტაბილურობა უნდა იყოს პრიორიტეტი. საერთაშორისო სამართლის პატივისცემა კრიტიკულია. ახლა დროა, ირანი სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტაში ჩაერთოს. მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.