10 აგვისტო 2026,   16:08
ვრცლად
ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ახალ წესს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ

ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ახალ წესს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს პირველი მოსმენით განიხილავენკანონპროექტი მიმდინარე კვირას უკვე სესიაზე გავა.

სიახლის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდადებულს ზარალის ანაზღაურებისგან არ გაათავისუფლებს და მისი გადახდა მაინც მოუწევს. საუბარია თაღლითობის, ძარცვის, ქურდობისა და ყაჩაღობის შედეგად მიყენებულ ქონებრივ ზიანზე.

კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე თანხის გადახდამდე დადანაშაულებული პირისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას.

"როდესაც კონკრეტული ადამიანი მიითვისებს უკანონოდ სხვის ქონებას, მას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ეს მას არ შერჩება. იმისათვის, რომ დაზარალებულის ინტერესები სახელმწიფომ დაიცვას, მნიშვნელოვანი არის, რომ გამარტივდეს ზიანის ამოღების პროცედურები. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ ციხე ვერ იქნება პროპორციული სასჯელი, ნებისმიერ შემთხვევაში - გაასხვისებს ის თუ არა თაღლითობით მიღებულ ქონებას, ზიანის ანაზღაურება მოხდება და ამით აღდგება სამართლიანობა", - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთანდილ კუნჭულია.

დღის ამბები