10 აგვისტო 2026,   11:34
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძის პროცესი იწყება

რამდენიმე წუთში, საქალაქო სასამართლოში დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძის პროცესები უნდა დაიწყოს.

მანამდე, გაიმართა გივი თარგამაძის სასამართლო, რომელზეც დასკვნითი სიტყვა თქვეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა ზურა გირჩი ჯაფარიძეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ასევე აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. მოსამართლემ ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე.

დღესვე, ჩანიშნულია ბადრი ჯაფარიძის პროცესიც.

დღის ამბები