10 აგვისტო 2026,   19:32
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი იწყება - დღეს დაცვისა და ბრალდების მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი იწყება. დღეს დაცვისა და ბრალდების მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან. როგორც ცნობილია, სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და დადგება თუ არა განაჩენი. პროცესს არ დაესწრება თავად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ოქრუაშვილს ბრალი ედება დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. მას თავდაპირველად, 20 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა, რაზეც მან უარი განაცხადა და გირაო პატიმრობით შეეცვალა.

"უამრავი არგუმენტი გვაქვს, რაც ასაბუთებს, რომ თვითონ პროცედურული დარღვევებიდან დაწყებული, კონსტიტუციის დარღვევით, რომ კომისიის ეს მოთხოვნა იყო უკანონო და მისი არ მისვლა კომისიაზე არ არის დანაშაული," - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი.

განცხადება გააკეთა ბრალდების მხარემ.

"მოცემულ საქმეზე, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ უნდა წარმოთქვას თავისი დასკვნითი სიტყვა, როგორც დაცვის მხარისგან ცნობილია, ასევე დაცვის მხარე აპირებს დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვის თქმას. რაც შეეხება სასამართლოს, დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადებს სასამართლო გადაწყვეტილებას თუ გადადებს ამ სხდომას, ჩვენთვის ეს ცნობილი არ არის. ანალოგიურ შემთხვევაშიც, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულის მიერ, მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, შესაბამისად, გვაქვს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი," - აცხადებს პროკურორი, მარიამ მეშველიანი.

დღის ამბები