13 ივნისი 2026,   14:28
ვრცლად
პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაკავებულ ზვიად რატიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პოეტ ზვიად რატიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. 

პროცესს დღეს თავად ზვიად რატიანი, უფლებადამცველებთან ერთად ესწრებოდა. ადგილზე იყვნენ მისი მხარდამჭერებიც.

სხდომის დაწყებამდე, პროკურატურამ ზვიად რატიანს ბრალდება წარუდგინა. მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ზვიად რატიანი 23 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს. ვრცელდება ვიდეომასალაც, რომელიც დაკავების ადგილას - პარლამენტის მიმდებარედ არის გადაღებული.

დღის ამბები