დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში იმყოფება. მინისტრი "რუსთავის აზოტში" ბოლო წლებში განხორციელებულ გადაიარაღების შედეგებს გაეცნო. დაათვალიერა საამქროები, გამწმენდი ახალი ნაგებობა და ელექტროსადგური. დღესვე, მინისტრი ფერმერებს შეხვდება და ხრამ არხის სარწყავ სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს დაათვალიერებს.
"ეს წარმოება არის ერთის მხრივ, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე სოფლის მეურნეობის განვითარების სასუქების წარმოების ნაწილში, ასევე აღსანიშნავია და სამაგალითოა ის გარემოს დაცვითი ღონისძიებები, რომელსაც აზოტის ქარხანა ახორციელებს. ცხადია, მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანაში ასეთი დიდი კომპანიებია და ასე მაღალი პასუხისმგებლობით უდგებიან გარემოს დაცვით საკითხებს,“ - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი.